წლევანდელ საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გასვლით საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიბას რეიტინგში ერთბაშად ოთხი საფეხურით დაწინაურდა. თუკი ევრობასკეტამდე 24-ე ადგილზე ვიყავით, სადღეისოდ პლანეტის საუკეთესო ნაკრებთა ოცეულში ვართ. მხოლოდ ევროპულ ნაკრებებს თუ გავითვალისენებთ, საქართველოს ნაკრები მეთოთხმეტეა.
1. აშშ – 845.8 ქულა
2. გერმანია – 765.9
3. სერბეთი – 761.8
4. საფრანგეთი – 756.5
5. კანადა – 753.1
6. ავსტრალია – 740.2
7. ესპანეთი – 720.3
8. არგენტინა – 708.3
9. ლიეტუვა – 702.5
10. ბრაზილია – 699.4
11. ლატვია – 687.2
12. თურქეთი – 686.2
13. საბერძნეთი – 684.1
14. სლოვენია – 66.7
15. იტალია – 640.5
16. პუერტო რიკო – 613.5
17. ფინეთი – 602.4
18. მონტენეგრო – 571.5
19. პოლონეთი – 539.5
20. საქართველო – 509.2





