16-წლამდელების თითო გამარჯვება და მარცხი აზერბაიჯანში

0
10

საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, 10 და 12 სექტემბერს, ბაქოს ოლიმპიური სტადიონის სარეზერვო მოედანზე, მასპინძელი ნაკრების გუნდთან ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. 16-წლამდელები პირველ მატჩში 0:1 დამარცხდნენ, ხოლო მეორე შეხვედრა 3:0 მოიგეს.
მატჩის მე-18 წუთზე ანგარიში დემეტრე ქურასბედიანმა გახსნა, ხოლო 25-ე წუთზე ალექსანდრე ჩიქოვანმა ჩვენი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. 37-ე წუთზე ქურასბედიანმა პენალტიდან დუბლი შეასრულა.
ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო მატჩებს, 9 და 11 ნოემბერს, შინ მოლდოვის 16 წლამდე ნაკრებთან ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი