სანდრო ალთუნაშვილი კარიერას თბილისის „იბერიაში“ განაგრძობს, რის შესახებ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური იუწყება. 28 წლის ნახევარმცველმა ბოლო ორი სეზონი ავსტრიის „ვოლფსბერგში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 41 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მან ავსტრიის თასი მოიგო
ის „იბერიას“ (ყოფილი „საბურთალო“) აღზრდილია, რომლის პირველ შემადგენლობაში 2018-2023 წლებში 128-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო, პლუს 12 საგოლე პასი შეასრულა.
ალთუნაშვილი 2021-2023 წლებში ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა, სადაც 97 შეხვედრაში 4 ბურთი შეაგდო. სანდრომ „იბერიას“ მაისურით საქართველოს ეროვნული ლიგა, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი და სუპერთასი თითოჯერ მოიგო. ალთუნაშვილი ბათუმელებთან ერთად საქართველოს ჩემპიონი ორჯერ გახდა, ხოლო ერთხელ სუპერთასს დაეუფლა. ალთუნაშვილმა საქართველოს ნაკრებში 8-ჯერ ითამაშა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატში იასპარეზა.
ლაშა თაბაგარი
