საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა რამაზ სვანაძის ხელმძღვენელობით ევრო 2027-ის შესარჩევი ციკლის F ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩრდილოთ ირლანდიას უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ქუთაისში გამართული შეხვედრის მე-6 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფი ირაკლი ეგოიანის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა. ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა რომ საბა ხარებაშვილის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ლუკა წულუკიძემ ქუსლით მიმართულება შეუცვალა ბურთს, რომელიც ალექსანდრე ნარიმნაძეს მიუვიდა, რომლის დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა, მაგრამ სამაგიეროდ ლუკა ლაცაბიძეს გახსნა ანგარიში – 1:0. ამის შემდეგ, შესვენებამდე არცერთ გუნდს სახიფათო მომენტი არ შეუქმნია.
მეორე ტაიმის შუაწელში ირლანდიელმა ფეხბურთელმა აუტის ჩაწოდების შემდეგ, ბურთი საჯარიმოში ჩააგდო და კირკის თავური დარტყმა დავით მაქაცარიამ გაანეიტრალა. ამის მერე, ირლანდიელებმა ჯარიმის შესრულების დროსი ბურთი საჯარიმოშ ჩაჰკიდეს, სადაც გამოსვლაზე მაქაცარია შეცდა, ხოლო ფორბსმა შანსი ვერ გამოიყენა.
68-ე წუთზე სტუმრებმა მორიგი სტანდარტული შეასრულეს და დაჩი ლორთქიფანიძესთან საჰაერო ორთაბრძოლის დროს ბურთი ორის დარჩა, რომელმაც საპასუხო გოლი გაიტანა – 1:1.
შეხვედრის მიწურულს ლაცაბიძემ და მაქაცარია საჯარიმოში შეუთანხმებლად ითამაშეს, რასაც ცარიელ კარში ონილმა დაარტყა და საქართველოს ნაკრები წაგებას ნარიმანიძემ გადაარჩინა, რომელმაც ბურთი ნახტომში მოიგერია. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში დიეგო დეისაძის თავით სახიფათოდ დარტყმული ბურთი ირლანდიელთა მეკარემ ნახტომში მოიგერია.
21-წლამდელთა ნაკრები შესარჩევში მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს სტუმრად ლატვიასთან ჩაატარებს, ხოლო 14 ოქტომბერს – მალტასთან.
ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის 14 საგზური გათამაშდება. 9 ჯგუფის გამარჯვებული ფინალურ ეტაპზე პირდაპირ ითამაშებს, ისევ როგორფ საუკეთესო მეორეადგილოსანი.
დანარჩენი 8 მეორეადგილოსანი პლეი-ოფში ოთხ წყვილს შექმნის და ოთხი გამარჯვებული ევროპის პირველობაზე გაემგზავრება, რომელიც სერბეთსა და ალბანეთში ჩატარდება.
საქართველო – ჩრ.ირლანდია 1:1 (1:0)
9 სექტემბერი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
საქართველო: მაქაცარია; ბუკია (ქარსელაძე 74), ნარიმანიძე, ლაცაბიძე, ხარებაშვილი, ლორთქიფანიძე (გეგიაძე 74), სიგუა (გოცირიძე 90), ტაბატაძე (ბასილაძე 55), ეგოიანი, წულუკიძე (დადიანი 74), დეისაძე.
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
ჩრ.ირლანდია: ბერნსლი, ორი, ეტჩისონი, ფორბსი, რასელი, დონელი (მაკსტრევიკი, 65), კენი (ონილი, 82), რობინსონი, კირნი, კირკი, კელი.
მთავარი მწვრთნელი: ტომი რაიტი.
გოლები: 1:0 სიგუა (7), 1:1 ორი (68)
გაფრთხილება: ხარებაშვილი (39), გ. ტაბატაძე (40), კელი (90+1), მაკსტრევიკი (90+3).
მთავარი მსაჯი: კ.უმუდლუ (აზერბაიჯანი).
ლაშა თაბაგარი





