მადრიდის „რეალის“ თავკაცი ხაბი ალონსო აგვისტოში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ამის შესახებ ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ესპანელმა სპეციალისტმა თავის სადებიუტო სეზონში „რეალს“ ზედიზედ სამი შეხვედრა მოაგებინა – „ოსასუნასთან“ (1:0), „ოვიედოსთან“ (3:0) და „მალიორკასთან“ (2:1). მან გამოკითხვაში ბილბაოს „ატლეტიკის“ დამრიგებელ ერნესტო ვალვერდეს და „ესპანიოლის“ მწვრთნელ მანოლო გონსალესს აჯობა.
„რეალი“ 9 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და მოდევნო შეხვედრას 13 სექტემბერს სტუმრად „რეალ სოსიედადთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





