თემურ ქეცბაია სათავეში ფამაგუსტას „ანორთოსისს“ ჩაუდგა, საქართველოსა და კვიპროსის ეროვნული ნაკრებების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ქეცბაია „ანორთოსისს“ სათავეში მესამედ გაწვრთნის. მანამდე, ის კვიპროსულ გუნდს 2004-2009 და 2019-2022 წლებში ავარჯიშებდა. მან „ანორთოსისს“კვიპროსის ჩემპიონატი და კვიპროსის თასი ორჯერ, ხოლო სუპერთასი ერთხელ მოაგებინა. მისი ხელმძღვანელობით „ანორთოსისი“ პირველი კვიპროსული გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი





