რუხაძე უკრაინულ კლუბს შეუერთდა

0
11

ზურა რუხაძე კარიერას უკრაინის პრემიერლიგის კლუბ კოვალივკას „კოლოსში“ განაგრძობს, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე გამოდის.
22 წლის მარცხენა მცველმა, რომელიც მიმდინარე სეზონში გორის „დილაში“ გამოდიოდა, „კოლოსთან“ 3-წლიანი ხელშეკრულება დადო.
„დილაში“ გადასვლამდე რუხაძე თბილისის „იბერია 2“-ში და ლატვიის „მეტაში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი