ხორხელი სლოვაკეთში მოისწრაფიშვილის თანაგუნდელი გახდა

0
14

ლუკა ხორხელი კარიერას ტრნავის „სპარტაკში“ განაგრძობს. თბილისის „იბერიას“ აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა სლოვაკურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას ტრნავაში თანამემამულე ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი დახვდა.
„იბერიამდე“ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსფორვარდი „გორში“, თბილისის „სპაერში“, ბოლნისის „სიონში“, წყალტუბოს „სამგურალში“ და იერუსალიმის “ბეითარში” გამოდიოდა. 25 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 113 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი