საფრანგეთის ქალაქ მონაკოში ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების საერთო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ახალი ფორმატის მიხედვით, რომელიც მეორედ ჩატარდება 36 გუნდს გუნდს ერთი სატურნირი ცხრილი ექნება. თითოეული გუნდი 8-8 მატჩს ჩაატარებს – ოთხს შინ და ამდენივეს სტუმრად.
8 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 8 საუკეთესო გუნდი პირდაპირ მოიპოვებს მერვედფინალის საგზურს, ხოლო 25-დან 36-ე ადგილზე გასული გუნდები, არათუ ჩემპიონთა ლიგას, არამედ, ევროტურნირებს დაემშვიდობებიან და ევროპა ლიგაზეც ვერ გადავლენ.
მე-9-დან 24-ე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში გავლენ, სადაც ორრაუნდიან შეხვედრაში იბრძოლებენ მერვედფინალის საგზურისთვის. მე-9-დან მე-16 ადგილზე გასული გუნდები წილისყრისას განთესილები იქნებიან (ხოლო დანარჩენები განუთესავები), რის გამოც პლეი-ოფის ორრაუნდიან ბრძოლაში პირველ მატჩს შინ ჩაატარებენ. მერდვეფინალური ეტაპიდან შეჯიბრი უკვე ჩვეულებრივ, ძველი სისტემით გაგრძელდება.
ლისაბონის “სპორტინგი”, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ პსჟ-ს დაუპირისპირდება, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს. გარდა ამისა, პორტუგალიური გუნდი ალმათის “ქაირათს” შეხვდება, რომელშიც გიორგი ზარია და ლუკა გადრანი გამოდიან.
პსჟ მეტოქეები
სახლში: ბაიერნი, ატალანტა, ტოტენჰემი, ნიუკასლი
სტუმრად: ბარსელონა, ლევერკუზენი, სპორტინგი, ატლეტიკი (ბილბაო)
რეალის მეტოქეები
სახლში: მანჩესტერ სიტი, იუვენტუსი, მარსელი, მონაკო
სტუმრად: ლივერპული, ბენფიკა, ოლიმპიაკოსი, ქაირათი
მანჩესტერ სიტის მეტოქეები
სახლში: დორტმუნდი, ლევერკუზენი, ნაპოლი, გალათასარაი
სტუმრად: რეალი, ვილიარეალი, ბოდო/გლიმტი, მონაკო
ბაიერნის მეტოქეები
სახლში: ჩელსი, ბრიუგე, სპორტინგი, უნიონი
სტუმრად: პსჟ, არსენალი, პსვ, პაფოსი
ლივერპულის მეტოქეები
სახლში: რეალი, ატლეტიკო, პსვ, ყარაბაღი
სტუმრად: ინტერი, აინტრახტი, მარსელი, გალათასარაი
ინტერის მეტოქეები
სახლში: ლივერპული, არსენალი, სლავია, ქაირათი
სტუმრად: დორტმუნდი, ატლეტიკო, აიაქსი, უნიონი
ჩელსის მეტოქეები
სახლში: ბარსელონა, ბენფიკა, აიაქსი, პაფოსი
სტუმრად: ბაიერნი, ატალანტა, ნაპოლი, ყარაბაღი
დორტმუნდის მეტოქეები
სახლში: ინტერი, ვილიარეალი, ბოდო/გლიმტი, ატლეტიკი (ბილბაო)
სტუმრად: მანჩესტერ სიტი, იუვენუსი, ტოტენჰემი, კოპენჰაგენი
ბარსელონას მეტოქეები
სახლში: პპსჟ, აინტრახტი, ოლიმპიაკოსი, კოპენჰაგენი
სტუმრად: ჩელსი, ბრიუგე, სლავია, ნიუკასლი
ლაშა თაბაგარი
