„ტოტენჰემის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ტომას ფრანკი უეფას ევროპის სუპერთასზე პსჟ-სთან მარცხის მიუხედავად, თავისი ფეხბურთელებით ამაყია. ლონდონელები მატჩის მსვლელობისას 2:0 იგებდნენ, მაგრამ პსჟ-მ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ, პენალტების სერიაში 4:3 გაიმარჯვა.
„ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, შესაძლოა საუკეთესოსთან. მეტოქეს მე-80 წუთამდე ვაკონტროლებდით, მანამდე ვიდრე ანგარიში 2:1 გახდა. ამის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ ძალიან ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, კლუბითა და გულშემატკივრებით.
დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მოქნილები და პრაგმატულები ვიყოთ. ჩვენ სწორედ ასე უნდა გვემოქმედა პსჟ-ს დონის გუნდთან, იმის გათვალისწინებით თავს როგორც ვიცავდით – ვიყენებდით როგორც მაღალ პრესინგს, ასევე დაბალ ბლოკს. პირველი ტაიმის პრაქტიკულად იდეალურად ჩავატარეთ, ხოლო სტანდარტულს სიტუაციებს ძალიან სახიფათოდ ვასრულებდით.
ერთი კონკრეტული მატჩით თუ ვიმსჯელებთ, ჩემი აზრით ვაჩვენეთ, რომ მსოფლიოს ნებისმიერ გუნდთან თამაში შეგვიძლია. ამაში ეჭვი არ მეპარება და ეს პოზიტიური დასკვნაა“ – იუწყება დანიელი სპეციალისტის ნათქვამს ინგლისური მედია.
ლაშა თაბაგარი





