მიუნხენის „ბაიერნმა“ ლუის დიასი პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონ „ლივერპულიდან“ შეიძინა. გერმანულმა გრანდმა კოლუმბიის ეროვნული გუნდის გარემარბის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადა. ლუის დიასმა „ბაიერნთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
28 წლის დიასი „ლივერპულში“ 2021 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 148 მატჩში 41 გოლი გაიტანა. მან მერსისაიდელებთან ერთად ინგლისის პრემიერლიგა, ასოციაციის თასი და სუპერთასი თითოჯერ, ხოლო ლიგის თასი ორჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი





