ბრატისლავას „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურმა გუნდმა ბოსნიის „ზრინსკი“ შინ 4:0 დაამარცხა, ხოლო სტუმრად 2:2 ითამაშა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა პირველი შეხვედრის მსგავსად, საპასუხოც შეუცვლელად ჩაატარა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ბოსნიელებიდან ანგარიში 72-ე წუთზე ბილბიამ გახსნა, ხოლო 76-ე წუთზე სლოვაკების კარი პრანიჩმა აიღო. მე-80 წუთზე ერთი ბურთი სტრელეცმა გაქვითა, რომელმაც 87-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე „სლოვანი“ ალმათის „ქაირათს“ შეხვდება, სადაც გიორგი ზარია და ლუკა გადრანი გამოდიან.
პირველი შეხვედრა 5 აგვისტოს ყაზახეთში ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 12 აგვისტოს ბრატისლავაში.
ლაშა თაბაგარი





