
მარკუს რაშფორდმა „ბარსელონაში“ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. მას ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა აღარ აწუხებს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი ხვალ „ბარსელონას“ ფეხბურთელებს შეხვდება, ხოლო ოთხშაბათს კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ის ესპანურ გრანდში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.
რაშფორდმა გასული სეზონი იჯარით ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
რაშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილია. მან ინგლისური გუნდის რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 426 მატჩში 138 გოლი გაიტანა. ის ინგლისის ეროვნულ გუნდში 2016 წლიდან გამოდის და 60 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 17-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი




