კაკაბაძის წარმატებული სტარტი ახალ სეზონში

0
9

„კრაკოვიამ“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა, პოლონეთში სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ექსტრაკლასას პირველ ტურში კრაკოველები სტუმრად პოზნანის „ლეხს“ შეხვდნენ და 4:1 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
სტუმრებიდან მე-2 წუთზე ანგარიში სტოიკოვიჩმა გახსნა, ხოლო 26-ე წუთზე ჰასიჩმა მეორე გოლი გაიტანა.  პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე „ლეხიდან“ ერთი ბურთი იშაკმა გაქვითა. 52-ე წუთზე ჰასიჩმა დუბლი შეასრულა, ხოლო მე-60 წუთზე თავი მინჩევმა გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი