ლოჩოშვილის პირველი მატჩი „ნიურნბერგში“

0
9

ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „ნიურნბერგში“ შედგა.
გერმანიაში საფეხბურთო სეზონის განახლებამდე, ნიურნბერგელებმა სპარინგი სტუმრად ბილეფელდის „არმინიასთან“ ჩაატარეს და 1:2 დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ „ნიურნბერგმა“ ლოჩოშვილი მიმდინარე თვეში იტალიის „კრემონეზედან“ შეიძინა და 27 წლის ფეხბურთელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლაშა თაბაგარი