„ნიუკასლმა“ შვედეთის ნაკრების ფორვარდი 55 მილიონად იყიდა

0
14

„ნიუკასლმა“ თავდამსხმელი ენტონი ელანგა „ნოტინგემ ფორესტიდან“ შეიძინა. 23 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა. შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის სანაცვლოდ „ნიუკასლმა“ 55 მილიონი ევრო გადაიხადა.
ელანგა „ნოტინგემში“ 2023 წლის ზაფხულიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 82 მატჩში 11 გოლი გაიტანა. ის შვედეთის ეროვნულ გუნდში 2022 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 22 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი