საფეხბურთო კლუბმა „ლივერპულმა“ დიოგო ჟოტას პატივსაცემად 20-ნომრიანი მასიური ხმარებიდან ამოიღო.
პორტუგალისი ეროვნული ნაკრების და „ლივერპულის“ ფორვარდი თავის ძმასთან ანდრე ტეიშეირა დას სილვასთან ერთად, რომელიც პორტუგალიის მეორე ლიგის „პენაფიელში“ გამოდიოდა, ესპანეთში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
მანამდე, „ლივერპულს“ მსგავსი გადაწყვეტილება არასოდეს მიუღია. ცნობისთვის, ეს მერსისაიდელთა ყველა გუნდს ეხება – ბავშვებიდან დაწყებული ქალებით დამთავრებული.
„ეს პირველი შემთხვევაა „ლივერპულში“, როდესაც ასეთი პატივი ცალკეულ ადამოანს ერგო. ეს უნიკალური პატივისცემაა ამრთლაც დიდებული ადამიანის მიმართ. ამ ნომრის ბრუნვიდან ამოღების შემდეგ, ის უკვდავყოფილია და სესაბამისად არასოდეს დაგვავიწყდება.
დიოგო ჩვენთან 2020 წელს მოვიდა და კლუბისთვის მე-20 ტიტული მოიგო. ის 20-ნომრიან მაისურს ღირსეულად ატარებდა და ჩვენთვის ყოველთვის 20 ნომრად დარჩება“ – განაცხადა „ლივერპულის“ მეპატრონე Fenway Sports Group-ის საფეხბურთო ოპერაციების დირექტორმა მაიკლ ედვარდსმა.
ლაშა თაბაგარი





