თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის “დინამომ” პირველი ამხანაგური მატჩი ქალაქ რიზეში ადგილობრივ “რიზესფორთან” ჩაატარა და 3:1 გაიმარჯვა.
ვლადიმიერ კაკაშვილის გუნდიდან მე-10 წუთზე ანგარიში ვასილიო გორდეზიანმა გახსნა, ხოლო გიორგი იაკობიძემ 44-ე წუთზე დინამოელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 63-ე წუთზე “რიზესფორიდან” თავი ოლავოინმა გამოიჩინა. 90-ე წუთზე წერტილი გიორგი ლომთაძემ დასვა.
“დინამო”: ძირითადი შემადგენლობა: სიკაჩი, სადღობელაშვილი, იაკობიძე, ასუნსეუ, პოტალოვი, ბერელიძე, კანკავა, წულაია, მორჩილაძე, გორდეზიანი, ოდიკაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: მაქაცარია, შათირიშვილი, ხარებაშვილი, შაშიაშვილი, ნინუა, ფეიქრიშვილი, ლომთაძე, სალია, ოსეი, დიაკონიძე, ადრიანი, ვაწაძე.
ლაშა თაბაგარი





