თურქეთის ეროვნული გუნდის ნახევარმცველის არდა გიულერის თქმით, ხაბი ალონსოს „რეალის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, თავს გუნდის უფრო მნიშვნელოვან ფეხბურთელად გრძნობს.
„მე თავს გუნდის უფრო მნიშვნელოვან მოთამაშედ ვგრძნობ, რადგან ხაბი ალონსო მუდმივად მეკონტაქტება. მისი ხელმძღვანელობით მუშაობა მომწონს, რადგან თამაშის კონტროლი უყვარს და მეტი მოკლე გადაცემების ხილვა სურს. ის ჩემში ნახევარმცველს ხედავს, რაც მისაღებია“ – იუწყება გიულერის ნათქვამს ფაბრიციო რომანო.
20 წლის გიულერმა 2024-2025 წლების სეზონში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 44 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა,
ლაშა თაბაგარი





