მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ ხაბი ალონსოს სურს, რომ ბრაზილიელმა გარემარბმა ვინისიუს ჟუნიორმა უფრო გაბედულად ითამაშოს.
„არა მგონი, რომ მას ეს სიტუაცია უნდა შევახსენოთ. ის წესრიგშია, მაგრამ ყველას გვსურს ვუბიძგოთ, რომ ისევ გადამწყვეტი როლი ითამაშოს, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია.
მას გამოუცნობი თამაშის სტილი აქვს, რომელიც სხვებისგან განსხვავდება. როდესაც ის ახერხებს, რომ მოედანზე თავისი შესაძლებლობა გამოავლინოს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს Goal.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 24 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში თავისი პროფილიდან „რეალთან“ ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგის ფოტო წაშალა, ხოლო საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე „ალ ჰილალთან“ (1:1) სუსტად ჩატარებული მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.
ლაშა თაბაგარი





