ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე, ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიასთან მარცხის მიუხედავად, თავისი ფეხბურთელებით ამაყია.
„მინდა გითხრათ იმ სიამაყის შესახებ, რომელსაც ამ მოთამაშეებთან მუშაობით ყოველ დღე ვგრძნობდა და დასახული გზით მივდივართ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ბევრს მივაღწევთ. ყოველთვის ვერ გავიმარჯვებთ, მაგრამ ბრძოლა მნიშვნელოვანია და ეს გუნდი ამისთვის ყოველთვის მზადაა.
მორატას პენალტი? მეკარემა გამოიცნო რომე კუთხეში დაარტყამდა. პენალტის შესრულება ყველა მოთამაშეს არ სურს. ალვარო ნამდვილი ჩემპიონია და გული მწყდება, რომ ვერ გაიტანა, მაგრამ ეს ნორმალურია. მე ვუთხარი მას დაერტყა, თუმცა ააცილა“ – ციტირებს უეფას ვებგვერდი დე ლა ფუენტეს, რომლის ხელმძღვანელობით ესპანეთი ბოლო 20 მატჩში პირველად დამარცხდა.
განვლილი შეხვედრის როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი დრო 2:2 დასრულდა, ხოლო პორტუგალიამ პენალტებში 5:3 გაიმარჯვა და ერთა ლიგა მეორედ მოიგო.
ლაშა თაბაგარი





