გოგლიჩიძე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

0
23

“ემპოლის” მცველი საბა გოგლიჩიძე საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს სლოვაკეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
გოგლიჩიძე ახალგაზრდულ ნაკრებს ტრავმის მიზეზით გამოაკლდა. ის “თელავის” მცველმა ლადო ოდიშვილმა შეცვალა. ლადო 21-წლამდელთა ნაკრებს პირველად 2024 წლის სექტემბერში შეუერთდა და საერთო ჯამში 4 შეხვედრა ჩაატარა. მანამდე, ერთი მატჩი 2024 წლის ივნისში, ყაზახეთის წინააღმდეგ 20-წლამდელთა შემადგენლობაში ითამაშა.
ლაშა თაბაგარი