გაგნიძის მომგებიანი გოლი

0
14

ნიკა გაგნიძემ „კოლოსს“ უკრაინის პრემიერლიგის 29-ე ტურში შინ ლვოვის „კარპატთან“ მოაგებინა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სასტარტოში იყო და 55-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ, მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო 89-ე წუთზე ნიკა საჯარიმოში მცველს გაექცა, რის შემდეგ, მარცხენა მახვილი კუთხიდან გაიტანა – 2:1. ის მსაჯის მიერ ძირითადო დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეცვალეს. გაგნიძემ, რომელიც „კოლოსში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. „კოლოსი“ 35 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი