გიორგი პაპუნაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში „ზირეს“ შემადგენლობაში თავის ანგარიშზე მეშვიდე გოლი ჩაიწერა. 35-ე ტურში „ზირემ“ „საბაჰს“ უმასპინძლა და მატჩი 1:1 დასრულდა.
26-ე წუთზე მასპინძლების შეტევის დროს, მეტოქის ნახევარზე მყოფმა დავით ვოლკოვმა ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში გახსნილ პაპუნაშვილმა, რომელმაც ვარდნაში თავით ანგარიში გახსნა. პაპუნაშვილი 66-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ვოლკოვმა რომლის ანგარიშზე ამ სეზონში 11 გოლი და 6 საგოლე პასი შეუცვლელად ითამაშა. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ზირე“ 58 ქულით 10 გუნდში მეორეა და ზაფხულში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
ყაზახეთის პრემიერლიგაში „ატირაუს“ რიგებში თავისი სადებიუტო გოლი ზაზა ციცქიშვილმა გაიტანა. მე-9 ტურში „ატირაუმ“ „ჟეტისუ“ მიიღო და გუნდებმა ქუელბი გაიყვეს – 1:1. ციცქიშვილი თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო და მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე დაახლოებით 20 მეტრიდან საჯარიმო უზადოდ შეასრულა – 1:1. მასპინძლებში გია ჩადუნელმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი გადრანი ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე იყო. „ატირაუ“ 4 ქულით 14 გუნდში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





