„კოპენჰაგენმა“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის, დანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. საჩემპიონო ჯგუფის მე-2 ტურში კოპენჰაგენელებმა სტუმრად „ნორსიელანდი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს,.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სათადარიგო იყო და თამაშში 28-ე წუთზე ტრავმირებული მეილინგის ნაცვლად ჩაერთო. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე ალჟირელმა ლეგიონერმა ამიმ ჩიაკჰამ გაიტანა.
6-გუნდიან ჯგუფში „კოპენჰაგენი“ 47 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „მიდტიულანდს“ 2 ქულთ ასწრებს,
ლაშა თაბაგარი





