ოთარ კიტეიშვილი: “მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ”

0
81

ოთარ კიტეიშვილს მიაჩნია, რომ ერთა ლიგის B ლიგის პლეი-ოფში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” სომხეთთან 6:1 მოგებულ საპასუხო მატჩში, საქართველოს ნაკრებმა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა.
ოთარ კიტეიშვილი: „დინამო არენაზე“ დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულია, ეს სტადიონი განსაკუთრებულია, რაც დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ვფიქრობ, იდეალურად შევასრულეთ მწვრთნელის დავალებები და შედეგზეც აისახა. ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ. ხშირად ხდება, როცა პირველ ტაიმს ასე დიდი ანგარიშით იგებ, შემდეგ მოტივაცია ცოტა ეცემა. მეორე ტაიმში თამაში კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ და ისევ ვაკონტროლებდით თამაშს. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ვემზადებით, თუმცა ცოტა დიდი პაუზაა. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ”.