საბა გოგლიჩიძე ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” შექმნილმა ატმოსფერომ აღაფრთოვანა. მან ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში სომხეთთან 6:1 გამარჯვების შემდეგ განაცხად.
საბა გოგლიჩიძე: “„პასების 100%-იანი სიზუსტის მაჩვენებელი ჩემთვის არაფერს წყვეტს, უბრალოდ სტატისტიკაა, მთავარი გუნდის გამარჯვებაა, კარგი თამაში, რაც ორივე მატჩში ვიხილეთ და ბედნიერი ვარ ამის გამო.
გურამ კაშიას გვერდით თამაში მაგარი შეგრძნებაა, რადგან ყოველთვის მის თამაშებს ვუყურებდი და როცა ასეთ გამოცდილ ფეხბურთელთან თამაშობ, დამიჯერეთ, სხვა განცდაა. “დინამო არენაზე” ნაკრების რიგებში პირველად ვითამაშე და ძალიან მაგარი ყოფილა. ბედნიერი ვარ, რომ ეს გამოცდილება მივიღე. იტალიაში სავსე სტადიონების ფუფუნება არის, მაგრამ იტალიაში არ მინახავს ის, რაც დღეს საქართველოში ვნახე. ჩვენ ბევრად მაგარი გულშემატკივრების გვყავს“.
