კვარაცხელიამ ტურის ცენტრალურ მატჩში გაიმარჯვა

0
10

პსჟ-მ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის საფრანგეთის ლიგა 1-ის ცენტრალურ შეხვედრაში სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფ „მარსელს“ უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მე-80 წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე გოლი ან საგოლე პასი არ ყოფილა.
მატჩის მე-17 წუთზე ანგარიში უსმან დემბელემ გახსნა, ხოლო 42-ე წუთზე ნუნუ მენდეშმა მასპინძლების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. 51-ე წუთზე სტუმრებიდან ერთი ბურთი გოურიმ გაქვითა. 76-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან დემბელეს გადაცემის შემდეგ, პოლ ლიროლამ ბურთი თავის კარში ჩაჭრა.
პსჟ 68 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია და „მარსელს“ 19 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი