თურქეთში შეკრებაზე მყოფ გორის “დილას” განელი ნახევარმცველი ბლანქსონ ანოფი შეუერთდა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“23 წლის განელი შემტევი ნახევარმცველი ბლანქსონ ანოფი ,,დილაში” ითამშებს. ფეხბურთელმა ჩვენს კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ბლანქსონს კარიერის განმავლობაში ევროპაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. იგი ფრანგულ ,,კლერმონში” ასპარეზობდა, საიდანაც იჯარით ავსტრუილ ,,ლუშტენაუში” გადავიდა, შემდეგ კი ლუქსემბურგის კლუბ ,,ჰესპერანჟის” ღირსებას იცავდა”.
გორელებმა თურქეთში პირველი ამხანაგური თამაში პოლტავის “ვორსკლასთან” ჩაატარეს და 1:2 წააგეს, ხოლო 12 თებერვალს ოდესის “ჩერნომორეცს” დაუპირისპირდებიან.
ლაშა თაბაგარი





