“დინამომ” ოსიყმაშვილი იჯარით ისრაელში გაუშვა

0
40

თბილისის “დინამომ” ლევან ოსიყმაშვილი ისრაელის უმაღლესი დივიზიონის კლუბ “ჰაპოელ ჰადერში” გაანათხოვრა, რის შესახებ დინამოელთა პრესსამსახური იუწყება. 22 წლის ოსიყმაშვილი “დინამოს” აღზრდილია. ის თბილისელთა რიგებს 2022 წლიდან იცავდა. მან 2023 წლის სეზონის მეორე ნახევარი ქუთაისის “ტორპედოში” გაატარა.
გასულ სეზონში, ოსიყმაშვილმა “დინამოს” მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი