ლოჩოშვილმა „სალერნიტანაში“ პირველი თამაში მოიგო

0
39

ლუკა ლოჩოშვილმა „სალერნიტანაში“ გადასვლის შემდეგ, იტალიის სერია B-ში პირველი თამაში მოიგო. 22-ე ტურში სალერნოელებმა „რეჯანას“ უმასპინძლეს და დრამატულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრებიდან 62-ე წუთზე ანგარიში ვიდომ გახსნა. 76-ე წუთზე ჩერიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-10 წუთზე ჩერიმ პენალტი გამოიყენა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ისევ სასტარტოში ითამაშა და 73-ე წუთზე შეცვალეს. „სალერნიტანა“ 21 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
„ფროზინონე“ გასვლაზე „მოდენას“ დაუზავდა – 1:1. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გიორგი კვერნაძე მასპინძლების სასტარტოში არ იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. „ფროზინონედან“ ანგარიში 42-ე წუთზე პალუმბომ გახსნა, ხოლო 55-ე მასპინძლებიდან თავი დარბოემ გამოიჩინა. „ფროზინონ“ 21 ქულით მე-18 პოზიციაზეა

ლაშა თაბაგარი