“დინამომ” ბრაზილიელი და განელი ლეგიონერები დაიმატა

0
34

პორტუგალიურ შეკრებაზე თბილისის “დინამოს” ორი ლეგიონერი შეუერთდა – 22 წლის ბრაზილიელი მცველი ლეო ასუნსეუ და 21 წლის განელი შემტევი დანიელ ოვუსუ.
დანიელ ოვუსუმ “დინამოსთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ლეო ასუნსეუმ – ერთწლიანი იჯარა.
ორივე ფეხბურთელი განვლილ სეზონში “სამტრედია”ს ღირსებას იცავდა. ლეო ასუნსეუმ 31 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ხოლო დანიელ ოვუსუს ანგარიშზე 21 მატჩი და 5 გოლია.
ბრაზილიელი მცველი მანამდე სამშობლოში “ლონდრინას” და “პარანას” რიგებში გამოდიოდა. ახალგაზრდა მცველი ახლაც “პარანას” საკუთრებაა.
რაც შეეხება განელ შემტევს, ოვუსუ “რედბულ ზალცბურგის” აკადემიის აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი, ავსტრიული “ფირსტ ვიენას”, “ლეფერინგის” და “ამშტეტენის” ღირსებას იცავდა.