თბილისის „დინამოს“ მეკარეს მომავალ სეზონში მოლდოველი მეკარე სტეფან სიკაჩი დაიცავს. მან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და პორტუგალიაში შეკრებაზე მყოფ გუნდს შეუერთა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
36 წლის გოლკიპერი „დინამოში“ 2018-2020 წლებში ირიცხებოდა და 20 თამაში ჩაატარა. საქართველოდან წასვლის შემდეგ, ის ყაზახურ კლუბებში „აკჟაიკსა“ და „კაისარში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





