„იბერიამ“ კონტრაქტი დორასო კლასთან გააფორმა

0
26

„იბერიამ“ წარმოშობით სურინამელი, მაგრამ ნიდერლანდების მოქალაქე ნახევარმცველი დორასო კლასი დაიმატა.
23 წლის ფეხბურთელმა საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი დღეს გააფორმა. მან მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ბელგიის რანგით მეორე ლიგის „დეინცეში“ გაატარა, სადაც 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
„დეინცემდე“ დორასო 2 სეზონი ნიდერლანდების მეორე დივიზიონის „დენ ბოშში“ გამოდიოდა, ხოლო სამი სეზონი იმავე დივიზიონის „დენ ჰაგში“ ასპარეზობდა.
ლაშა თაბაგარი