ზივზივაძის პირველი საგოლე პასი ბუნდესლიგაში

0
40

ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმში“ გადასვლის შემდეგ თავისი პირველი საგოლე პასი მიითვალა. გერმანიის პირველი ბუნდესლიგის მე-17 ტურში „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად ბრემენის „ვერდერს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ აგებდა, ქულა მაინც აიღო.
მასპინძლები პირველ წუთზე გრულმა დააწინაურა, ხოლო 30-ე წუთზე შოპნერმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 56-ე წუთზე დუკჩმა ბრემენელები ისევ წინ გაიყვანა. 61-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და მარცხნიდან ზუსტი პასი გაუკეთა კერბერს, რომელმაც გაიტანა – 2:2. 79-ე წუთზე გრულმა დუბლი მიითვალა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულო მე-5 წუთზე ლეო სკიენცამ საჯარიმო დარტყმა კარგად შეასრულა და შეხვედრაში საბოლოო წერტილი დასვა – 3:3. ზივზივაძემ ზედიზედ მეორე თამაში შეუცვლელად ჩაატარა. „ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი