გაბრიელ სიგუამ წელს „ბაზელის“ მაისურით პირველ გოლი გაიტანა. ამხანაგურ მატჩში ბაზელელებმა „შაფჰაუზენი“ 3:0 დაამარცხეს, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა. გასული წლის აგვისტოში მიღებული მძიმე ტრავმის გამო, 19 წლის სიგუამ შვეიცარიის სუპერლიგაში მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა.
ბრატისლავას „სლოვანის“ შემადგენლობაში თავი გურამ კაშიამ გამოიჩინ. კატარში შეკრებაზე მყოფ სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონი ადგილობრივ „ალ შაჰანიას“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. კაშია თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და 87-ე წუთზე საბოლოო წერტილი დასვა.
ლაშა თაბაგარი
