ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ მარცხიანი სერია დაასრულა

0
42

„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ინგლისის ჩემპიონშიფში ზედიზედ სამი მატჩის წაგების შემდეგ, ქულა კარდიფში აიღო.
მე-19 ტურში უოტფორდელები უელსში ადგილობრივ „კარდიფ სიტის“ დაუპირისპირდნენ და ფრეს მატჩის მიწურულს მიაღწიეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.მან თავიდან ბოლომდე ზედიზედ მე-7 მატჩი ჩაატარა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 65-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ეშფორდმა გახსნა. 87-ე წუთზე სტუმრებიდან თავი ბაიომ გამოიჩინა და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა. „უოტფორდი“ 38 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი