„ალ ჰილალის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა 2024 წელს 101 მილიონი ევრო გამოიმუშავა, არადა, საუდის არაბეთის კლუბში მხოლოდ ორჯერ ითამაშა და მოედანზე საერთო ჯამში 42 წუთი დაჰყო. ამის შესახებ Footmercato იუწყება.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 32 წლის თავდამსხმელმა 2023 წლის ოქტომბერში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მოედანზე 2024 წლის ოქტომბერში დაბრუნდა. თუმცა, აზიის ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე „ესტეღლალთან“ შეხვედრაში მუხლის მყესი დაიზიანა.
ნეიმარი „ალ ჰილალში“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა. მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი





