გიორგი მიქაუტაძე დეკემბრის თვეში „ლიონის“ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ფრანგული კლუბის ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში 18000 გულშემატკივარი მონაწილეობდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ხმების 76 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე რაიან ჩერკი (22%) გავიდა, ხოლო მესამეზე ნიკოლას ტალიაფიკო (2%).
მიქაუტაძემ „ლიონის“ შემადგენლობაში დეკემბერში 5-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 21 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





