ბოსნიის „სარაევოსთან“ კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივების შემდეგ, გიორგი გულიაშვილმა კლუბის ხელმძღვანელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი პატივია გავაგრძელო კარიერა კლუბში, რომელიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მადლობა ნდობისთვის. გპირდებით როგორც არასოდეს ისე გულმოდგინედ ვიმუშავებ, რომ ჩემით იამაყოთ, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ“ – იუწყება ქართველი თავდამსხმელის ნათქვამს „სარაევოს“ ოფიციალური ვებგვერდი. „კმაყოფილი ვარ, რომ „გული“ „სარაევოში“ რჩება, კლუბში, რომელსაც დიდი ამბიცია აქვს და მაღალი შედეგის მისაღწევად სწორ გზაზეა. დარწმუნებული ვარ, რომ „გული“ სხვა მოთამაშეებთან ერთად „სარაევოს“ წარმატებაში გაზაფხულზე დიდ წვლილს შეიტანს“ – აღნიშნა „სარაევოს“ მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა.
მიმდინარე სეზონში გულიაშვილმა ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
ლაშა თაბაგარი





