ვინისიუსი ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელია – სანიოლის და კაშიას არჩევანი

0
61

ფიფას ვერსიით 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორ გახდა. გამოკითხვაში, რომელშიც ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები მონაწილეობენ მეორე ადგილზე ესპანეთის ნაკრების და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი გავიდა, ხოლო მესამეზე -ინგლისის ნაკრების და „რეალის“ შუახაზელი ჯუდ ბელინგემი.
ვინისიუსმა ეს საპატიო ჯილდო პირველად მოიგო. მან კუთვნილი პრიზი კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ FIFA The Best 2024-ის დაჯილდოვების ცერემონიალზე მიიღო. ფიფას ვერსიით საუკეთესო მოთამაშის პრიზს ყველაზე მეტჯერ არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი ფლობდა, რომელიც გამოკითხვაში პირველ ადგილზე სამჯერ გავიდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა FIFA The Best 2024-ის გამოკითხვაში ასეთი არჩევანი გააკეთა: 1 როდრი, 2 ვინისიუსი, 3 ტონი კროოსი.
ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტნის გურამ კაშიას არჩეული სამეული ასე გამოიყურება: 1 როდრი, 2 ვინისიუსი, 3 ლამინ იამალი.
საუკეთესო ფეხბურთელი (კაცი): ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია)
საუკეთესო ფეხბურთელი (ქალი) :აიტანა ბონმატი (ბარსელონა, ესპანეთი)
საუკეთესო მწვრთნელი (კაცების გუნდი) : კარლო ანჩელოტი (რეალი)
საუკეთესო მწვრთნელი (ქალების გუნდი) : ემა ჰეისი (ჩელსი/აშშ-ის ნაკრები)
საუკეთესო მეკარე (კაცი) : ემილიანი მარტინესი (ასტონ ვილა)
საუკეთესო მეკარე (ქალი) : ალისა ნაჰერი (ჩიკაგო რედ სტარი)
პუშკაშის პრემია (წლის გოლი) – ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერ იუნაიტედი)
სიმბოლური ნაკრები (კაცები): ემილიანო მარტინესი, დანი კარვახალი, ანტონიო რიუდიგერი, რუბენ დიაში, ვილიამ სალიბა,  ჯუდ ბელინგემი, როდრი, ტონი კროოსი, ლამინ იამალი, ერლინგ ჰალანდი, ვინისიუსი.
სიმბოლური ნაკრები (ქალები): ალისა ნაჰერი, ირენ პარედესი, ონა ბატლი, ლუსი ბრონზი, ნაომი გირმა, აიტანა ბონმატი, ლინდსი ჰორანი, გაბი პორტილიო, პატრი გუიხარო,  კაროლინ გრემ ჰანსენი, სალმა პარალუელო.

ლაშა თაბაგარი