ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში რთული ჯგუფი შეხვდა.
ვილი სანიოლი: “რთული ჯგუფია. ესპანეთი და ნიდერლანდები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის არიან. თურქეთის ნაკრებს, როგორც ევროპის ჩემპიონატზე ვიხილეთ, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან და წამყვან ევროპულ კლუბებში თამაშობენ. თურქეთში თამაში ყოველთვის რთულია, რადგან დიდი მხარდაჭერა აქვთ გულშემატკივრებისგან. ბულგარეთის ნაკრები კი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც 20 წლის წინ იყო, თუმცა მაინც რჩება ანგარიშგასაწევ გუნდად.
რთული ჯგუფია, სადაც გამოკვეთილ ლიდერს თუ არ ჩავთვლით, სამივე გუნდს შეუძლია ერთმანეთთან ქულების დაკარგვა. მნიშვნელოვანია, როგორ ჩავატარებთ საშინაო შეხვედრებს, რადგან სწორედ საშინაო კედლებში ნაჩვენები შედეგები იქნება წარმატების ერთ-ერთი საწინდარი”.
საქართველოს ნაკრები E ჯგუფში ერთა ლიგის 1/4-ფინალში ესპანეთი-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს, თურქეთსა და ბულგარეთს დაუპირისპირდება.
საქართველო – თურქეთი – 4 სექტემბერი
საქართველო – ბულგარეთი – 7 სექტემბერი
ერთა ლიგის 1/4-ფინალში ესპანეთი-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული – საქართველო – 11 ოქტომბერი.
თურქეთი- საქართველო – 14 ოქტომბერი
საქართველო – ერთა ლიგის 1/4-ფინალში ესპანეთი-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული – 15 ნოემბერი
ბულგარეთი – საქართველო – 18 ნოემბერი
ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ ხვდება, ხოლო მეორეადგილოსანი პლეი-ოფში ითამაშებს. მომავალი მუნდიალი აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





