„ემპოლი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველები საბა გოგლიჩიძე და საბა საზონოვი გამოდიან, იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში შინ „ტორინოსთან“ 0:1 დამარცხდა.
გოგლიჩიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო საზონოვი ტრავმის გამო დიდი ხანია გუნდს ვერ ეხმარება. „ტორინოდან“ ერთადერთი გოლი შოტლანდიელმა თავდა,მსხმელმა ჩე ადამსმა 70-ე წუთზე გაიტანა. „ემპოლის“ 19 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





