“თელავმა” ლიგაში დარჩენისკენ ნაბიჯი გადადგა

0
58

კვიპროსელი ხარალა,ბუს ხრისტოდულუს გაწვრთნილმა “თელავმა” პლეი-აუტის პირველ შეხვედრაში კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი “რუსთავი” მიიღო და მინიმალური სხვაობით აჯობა – 2:1.
მატჩის 22-ე წუთზე “რუსთავი”, რომელსაც ვარლამ კილასონია ავარჯიშებს, მოედანზე 10 კაციღ დარჩა, რადგან მსაჯმა უხეშობისთვის განელი ნახევარმცველი ბილი ჯიბრილი გააძევა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-6 წუთზე თორნიკე მორჩილაძემ კუთხური ჩააწოდა და დაჩი ცნობილაძემ თავით ანგარიში გახსნა – 1:0. 61-ე წუთზე მასპინძლებმა მორიგი კუთხური ჩააწოდეს და რუსთაველთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა ცნობილაძემ მოიგო, ხოლო სერბმა ფორვარდმა დეიან გეორგიევიჩმა ახლო მანძილიდან თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა – 2:0. 83-ე წუთზე ერთი ბურთი სტუმართა თავკაცის ძმისშვილმა ვარლამ კილასონიამ გაქვითა პენალტიდან. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 16 დეკემბერს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი