ნოიერი „ბაიერნს“ იანვრამდე ვერ დაეხმარება

0
45

მანუელ ნოიერი მიუნხენის „ბაიერნის“ მიმდინარე წელს ვეღარ დაეხმარება. გუნდის ბელგიელი მთავარი მწვრთნელის ვენსან კომპანის განცხადებით, 38 წლის მეკარემ ნეკნი მოიტეხა.
ნოიერმა ტრავმა გერმანიის თასის 1/8-ფინალში ლევერკუზენის „ბაიერთან“ 0:1 წაგებულ მატჩში მიიღო, როდესაც მე-17 წუთზე საჯარიმოს ფარგლებს გარეთ გამოსული მეტოქის მცველ ჯერემი ფრიმპონგს შეეჯახა. ის ამ დარღვევისთვის გააძევეს. ცნობისთვის, გერმანიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერი კარიერაში პირველად გააძევეს.