„ნაპოლიმ“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, იტალიის სერია A-ში პირველი ადგილი დაკარგა. ნეაპოლელებმა მე-16 ტურში რომის „ლაციოს“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე „ლაციომ“ „ნაპოლი“ იტალიის თასს გამოთიშა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა და მეორე ტაიმის დასაწყისში საჯარიმო დარტყმა ძალიან სახიფათოდ შეასრულა, მაგრამ ბურთი კარს სანტიმეტრებით აცდა. გარდა ამისა, მისი ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ. ზამბუ ანგისას თავით დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
79-ე წუთზე დანიელმა გუსტავ ისაკსენმა მასპინძლების ნახევარზე ოლივერა ჩამოიცილა და მარცხნიდან საჯარიმოში შესულმა შორეულ კუთხეში ბურთი ზუსტად „მოჭრა“ – 0:1.
„ნაპოლი“ 32 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა და ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





