„ემპოლი“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში სტუმრად „ვერონას“ შეხვდა და 4:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გამარჯვებულთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა.
„ემპოლი“ მე-16 წუთზე სებასტიანო ესპოზიტომ დააწინაურა, რომელმაც სამ წუთში დუბლი შეასრულა. 32-ე წუთზე კასასემ მასპინძლების კარი კიდევ ერთხელ აიღო. 35-ე წუთზე ტენგსტედტმა ანგარიშში სხვაობა ორ მბურთამდე შეამცირა, მაგრამ 42-ე წუთზე კოლომბომ „ვერონას“ კარი კიდევ ერთხელ აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. „ემპოლი“ 19 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-18 ტურში „კრაკოვია“ გასვლაზე „პიასტს“ დაუპირისპირდა და გუნდები ფრეზე გაიყარნენ – 0:0. სტუმრებს ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად უკაპიტნა და 66-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „კრაკოვია“ 31 ქულით 18 გუნდს შორის მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი





