“იბერიამ” ოქროს მედლები ჩაიბარა

0
41

თბილისის “იბერიამ” (ყოფილი “საბურთალო”) არსებობის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მეორედ ჩაიბარა. ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა, ხოლო ბოლო ტურში შინ წყალტუბოს “სამგურალს” დაუზავდა – 1:1.
შეხვედრის 41-ე წუთზე ანგარიში ნიგერიელმა ბენჟამინ ტეიდმა გახსნა, ხოლო 55-ე წუთზე სტუმრებიდასნ თავი ლუკა ხორხელმა გამოიჩინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ “იბერიას”, რომელმაც 75 ქულა დააგროვა, კუთვნილი ოქროს მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად გადასცა. 2025 წლის ზაფხულში “იბერია” ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. იტალიელი რუდოლფო ვანოლის თავკაცობით “სამგურალმა” თავი 44 ქულას მოუყარა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი