ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც გურამ კაშია თამაშობს, სლოვაკეთის უმაღლესი დივიზიონის მე-17 ტურში სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ „ჟილინასთან“ სტუმრად მინიმალური სხვაობით დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებმა გამარჯვების გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე გაიტანეს. მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 41 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერია და ერთი ქულით ასწრებს მეორე ადგილზე მყოფ „ჟილინას“.
იტალიის სერია B-ს მე-16 ტურში „ფროზინონემ“ გასვლაზე „კოზენცა“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვებულებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა გიორგი კვერნაძემ მეორე ტაიმი ჩაატარა. ამ გამარჯვბის შემდეგ „ფროზინონე“ გასავარდნ ზონას დაშორდა და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





