„ემპოლი“ თასის 1/4-ფინალში გოგლიჩიძის გარეშე გავიდა

0
66

„ემპოლი“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის იტალიის თასის 1/4-ფინალში გავიდა. 1/8-ფინალში ტოსკანელები სტუმრად ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდა და პენალტების სერიაში 3:2 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი განაცხადში არ იყო.
მატჩის მე-4 წუთზე „ემპოლიდან“ ანგარიში ეკონგმა გახსნა, ხოლო 59-ე წუთზე მოიზე კინმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 70-ე წუთზე ფლორენციელები სოტილმა წინ გაიყვანა. 75-ე წუთზე ესპოზიტომ ანგარიში გაათანაბრა. თერთმეტმეტრიანებში „ემპოლიმ“ 4:3 გაიმარჯვა.
ლაშა თაბაგარი